საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური მატჩებისა და პლეი აუტის განრიგი

AutoSharing Option
სუპერლიგის ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილია. "დინამო'' "რუსთავს'' დაუპირისპირდება, "შსს აკადემია'' კი "ბათუმს'' შეხვდება.

ნახევარფინალური სერიები სტარტს 13 მაისს თბილისში აიღებს და 3 მოგებამდე გაგრძელდება.

რაც შეეხებათ მეოთხედფინალებიდან გამოთიშულ გუნდებს, ისინი ასპარეზობას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

პლეი აუტში ერთმანეთს "ოლიმპი'' - "მგზავრები-არმია'' და "ქუთაისი'' - "სოხუმი'' შეხვდებიან. 2 მოგებამდე გაგრძელებულ სერიაში გამარჯვებულები მე-5-მე-6 ადგილებისთვის იბრძოლებენ, დამარცხებულები კი - მე-7-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული