სუპერლიგა. VI ტური. შეჯამება: ვინ იფიქრებდა?

AutoSharing Option
ტურის მოვლენა
"ოლიმპის" გამარჯვება
სუპერლიგა 25 ოქტომბერს დაიწყო. მაშინ რომ გეთქვათ, "ოლიმპი" "რუსთავს" დაამარცხებსო, შეიძლება ვინმეს სიცილად არ ჰყოფნოდა, რადგან რუსთაველებს შემადგენლობაც გამოცდილი კალათბურთელებით ჰყავთ შევსებული და სეზონის წინ კარგადაც მოემზადნენ. "ოლიმპში" კი, ძირითადად, გამოუცდელმა კალათბურთელებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც სუპერლიგაში ან ნათამაშები არ ჰქონდათ, ან არაფერი ჰქონდათ დამტკიცებული.

ჰოდა, გავიდა ორი თვე, გია კაზანჯიანმა ოლიმპელები სათანადოდ მოამზადა და მეექვსე ტურში თვით "რუსთავსაც" კი სძლია. სიტყვა "თვით" იმიტომ დაგვჭირდა, რომ ხაზი გაგვესვა - რუსთაველები საჩემპიონოდ არიან შემართულნი. მათ მეორე უცხოელი ახლახან დაიმატეს.

ტურის მოთამაშე
ნოდარ გოგოძე
"ოლიმპი" აქამდეც კარგად იბრძოდა, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც აკლდებოდა. ალბათ - კალათბურთელი, რომელიც გადამწყვეტ ტყორცნას საკუთარ თავზე აიღებდა. ეს "დინამოსთან" სათასო შეხვედრაში ნუგზარ აბულაძემ გააკეთა, "რუსთავთან" კი - ნოდარ გოგოძემ, რომელმაც 29 წუთში 26 ქულა მიითვალა.

ტურის რიცხვი
39
მიმოხილვას "რეკორდტური" დავარქვით. მართლაც, განვლილ ტურში არაერთი რეკორდი დაფიქსირდა: ჯერ "ბათუმის" ახალწვეულმა იანგმა 39 ქულა ჩააგდო, შემდეგ ლაშა გამყრელიძემ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ჩემპიონატი სულ ორი თვის გახურებულია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მალე ამ რეკორდებსაც მოუწევს პოზიციების დათმობა.

V ტური
დინამო-შს აკადემია 66:72
მგზავრები-ქუთაისი 71:83
ოლიმპი-რუსთავი 85:80
ბათუმი-სოხუმი 98:84

სტატისტიკური ლიდერები
რეკორდები
ქულა
39 - ბობ იანგი
(ბათუმი)
ბათუმი-სოხუმი

მოხსნა
21 - რიჩარდ მათიაშვილი
(დინამო)
ქუთაისი-დინამო

პასი
16 - ლაშა გამყრელიძე
(დინამო)
დინამო-შსს აკადემია

ჩაჭრა
5 - ლევან გრძელიძე (ქუთაისი)
ოლიმპი-ქუთაისი
5 - ბექა ჩიკვილაძე
(შსს აკადემია)
შსს-ოლიმპი
5 - ნიკოლას კელოგი (ბათუმი)
რუსთავი-ბათუმი
5 - გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი)
ბათუმი-სოხუმი

დაფარება
6 - აბდულაიე ნდოიე (ქუთაისი)
სოხუმი-ქუთაისი

საშუალოდ ქულა
ად მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ
1. ბესიკ ლეჟავა დინამო 6 133 22.17
2. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 6 123 20.5
3. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 5 97 19.4
4. ირაკლი ჩლაიძე სოხუმი 6 103 17.17
5. მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 6 100 16.67
6. მიხეილ ჭოჭუა რუსთავი 6 100 16.67
7. ნიკოლას ჯეიმს კელოგი ბათუმი 6 98 16.33
8. ბექა წივწივაძე შსს აკადემია 6 96 16
9. ლევან ცეკვავა რუსთავი 6 94 15.67
10. გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 6 90 15
11. ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 6 89 14.83
12. ჰეიდენ ჰამსი რუსთავი 6 88 14.67
13. გიორგი გამყრელიძე დინამო 6 84 14

მოხსნა
ად მოთამაშე გუნდი თ მ მ.საშ
1. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 6 84 14
2. ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 6 76 12.67
3. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 5 63 12.6
4. რიჩარდ მათიაშვილი დინამო 5 54 10.8
5. ილია ლონდარიძე დინამო 6 51 8.5
6. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 5 40 8
7. აბდულაი ნდოე ქუთაისი 4 32 8
8. დავით მაისურაძე მგზავრები 6 46 7.67
9. ავთანდილ ლომინაშვილი ქუთაისი 6 46 7.67
10. გრიგოლ შვანგირაძე სოხუმი 6 46 7.67

პასი
ად მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ
1. გიორგი გამყრელიძე დინამო 6 62 10.33
2. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 6 40 6.67
3. ბექა წივწივაძე შსს აკადემია 6 36 6
4. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 6 31 5.17
5. ლევან ცეკვავა რუსთავი 6 29 4.83
6. ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 6 23 3.83
7. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 6 23 3.83
8. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 6 22 3.67
9. ჰეიდენ ჰამსი რუსთავი 6 22 3.67
10. ლაშა ფარღალავა სოხუმი 6 21 3.5

ჩაჭრა
ად მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ
1. ნიკოლას კელოგი ბათუმი 6 20 3.33
2. რევაზ როგავა შსს აკადემია 6 18 3
3. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 6 15 2.5
4. გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 6 14 2.33
5. ბექა ჩიკვილაძე შსს აკადემია 6 13 2.17
6. ნოდარ გოგოძე ოლიმპი 6 12 2
7. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 6 12 2

დაფარება
ად მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ
1. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 5 13 2.6
2. აბდულაი ნდოე ქუთაისი 4 10 2.5
3. ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 6 11 1.83
4. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 6 8 1.33
5. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 5 6 1.2
6. გეგი ბაქრაძე ოლიმპი 6 7 1.17
7. ბექა ბექაური ქუთაისი 6 6 1

შეცდომა
ად მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ
1. ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 6 27 4.5
2. ლევან ცეკვავა რუსთავი 6 26 4.33
3. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 6 23 3.83
4. გიორგი გამყრელიძე დინამო 6 21 3.5
5. ლაშა ფარღალავა სოხუმი 6 20 3.33
6. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 5 16 3.2
7. ნიკოლას კელოგი ბათუმი 6 18 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული