"ოქროს ბურთს" France Football ფიფას გარეშე ჩაატარებს

AutoSharing Option
გამოცემა France Football-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ოქროს ბურთის" მინიჭების პროცედურა შეიცვლება.

ფიფა ჟურნალს თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე არ შეუთანხმდა.

გამოცემის ვებგვერდზე წერია, რომ ახალი წესები დეტალურად იქნება ახსნილი ჟურნალის ახალ ნომერში, რომელიც 20 სექტემბერს გამოიცემა.

შეგახსენებ, რომ ბოლო წლებში "ოქროს ბურთის" მფლობელი ჟურნალისტების, ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმების დათვლის შემდეგ ვლიდებოდა.

ფიფასა და France Football-ის თანამშრომლობამდე კი გადაწყვეტილებას მხოლოდ ჟურნალისტები იღებდნენ.

შესაძლოა, რომ ჟურნალი ისე ძველ წესს დაუბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ძალაში უკვე 61-ე ცერემონიაში შევა ანუ წლევანდელში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული