მილანის "ინტერის" მთავარი სამიზნე ხესე როდრიგესია

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალიდან" ესპანელი ფორვარდის, ხესე როდრიგესის გაფორმებას შეეცდება.

"ნერაძურის" სკაუტები "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის ჩატარებულ ორივე შეხვედრას დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მილანური გუნდის გარდა, ხესეთი პრემიერლიგის გუნდებიც ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ლა ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული