აშშ. MLS. პლეი ოფი: გარკვეული არაფერია

AutoSharing Option
შესარჩევი ეტაპი
აშშ-ში ჩემპიონატის მთავარი ეტაპი, პლეი ოფი დაიწყო. თავიდან, შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს კონფერენციის მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები შეხვდნენ. ერთმატჩიან დუელში გამარჯვება უფრო მაღალი პოზიციის დამკავებელმა გუნდებმა მოიპოვეს - "სიეტლ საუნდერსმა" "კოლორადო რეპიდსს" მოუგო, ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალისტმა "ჰიუსტონ დინამომ" კი "მონრეალ იმფექტს" სძლია. ამ უკანასკნელს სამი ფეხბურთელი გაუძევეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მარკო დი ვაიო იყო.

სიეტლი-კოლორადო 2:0
გოლები: 1:0 ევანსი (28), 2:0 ე. ჯონსონი (90)
გაძევება: გშპურნინგი (85. სიეტლი)

ჰიუსტონი-მონრეალი 3:0
გოლები: 1:0 ბრუინი (16), 2:0 ბ. გარსია (27-პენ), 3:0
ბრუინი (72)
გაძევება: რივასი (70. მონრეალი), დი ვაიო (89. მონრეალი), ა. რომერო (89. მონრეალი)

კონფერენციის 1/2-ფინალი. I მატჩები
კონფერენციების ნახევარფინალში უკვე ორმატჩიანი დუელები იქნება. პირველი შეხვედრები ძალიან დაძაბული გამოდგა და ყველაფერი საპასუხო მატჩებში გადაწყდება, თუმცა რეგულარულ სეზონში კონფერენციების გამარჯვებულებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს - დასავლეთში უძლიერესმა "პორტლენდ ტიმბერსმა" სტუმრად "სიეტლს" სძლია და რომ არა მასპინძელთა კუბელი ნახევარმცველი ოსვალდო ალონსო, ამ წყვილში ყველაფერი გარკვეული იქნებოდა.

ორბურთიანი სხვაობით იგებდა "ნიუ იორკ რედ ბულსი" (პირველი გოლი ტიმ კეჰილმა გაიტანა), მაგრამ "ჰიუსტონმა" ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. თავი ჯერ აშშ-ის ნაკრების წევრმა რიკარდო კლარკმა გამოიჩინა, ბოლო წამებზე კი 10-კაციან მეტოქეს ომარ კამინგსმა გაუტანა.

მინიმალური სხვაობით მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა "ლოს ანჯელეს გელექსიმ" - შეხვედრის ერთადერთი გოლი შონ ფრანკლინმა გაიტანა, "ნიუ ინგლენდ რევოლუშენმა" კი "სპორტინგ კანზას სიტის" ასევე მინიმალური სხვაობით, ოღონდ 2:1 სძლია.

საპასუხო მატჩები 7 და 8 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგაც კონფერენციების ფინალისტების ვინაობას შევიტყობთ.

აღმოსავლეთი კონფერენცია

ნიუ ინგლენდი-კანზას სიტი 2:1
გოლები: 1:0 დორმანი (55), 2:0 როუ (67), 2:1 კოლენი (69)

ჰიუსტონი-რედ ბულსი 2:2
გოლები: 0:1 ტ. კეჰილი (22), 0:2 ალექსანდერი (32), 1:2 რ. კლარკი (51), 2:2 კამინგსი (90)
გაძევება: ოლავე (65. რედ ბულსი)

დასავლეთი კონფერენცია

გელექსი-სოლტ ლეიკი 1:0
გოლი: 1:0 ფრანკლინი (48)

სიეტლი-პორტლენდი 1:2
გოლები: 0:1 რ. ჯონსონი (15), 0:2 ნაგბი (67), 1:2 ალონსო (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ. MLS. რეგულარული სეზონი. დაძაბული ბოლო ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული