ძმები და ფეხბურთი: ძმაო, ძმით... ვერ ხარ ძლი­ე­რი!

AutoSharing Option
ვფიქ­რობთ, ჩვენს დღე­ვან­დელ წე­რილს მკითხ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სი იმ­თა­ვით­ვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. თე­მა ხომ უც­ნა­უ­რი და "ეგ­ზო­ტი­კუ­რია". ის ეხე­ბა ძმებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას იცა­ვენ.

ფეხ­ბურ­თ­ში არა­ერ­თი პა­რა­დოქ­სია და ესეც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია. თით­ქოს სა­კა­მა­თო აქ არა­ფე­რია - ძმამ იმ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა უნ­და და­იც­ვას, რო­მელ­საც მე­ო­რე ძმა ერ­თ­გუ­ლობს, მაგ­რამ... ეს ყო­ველ­თ­ვის ასე არ არის.
რაც მთა­ვა­რია, ჩვენს წე­რილ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან ბევ­რი ნამ­დ­ვი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვია...

ტიმ კე­ჰი­ლი და კრის კე­ჰი­ლი

ტიმ კე­ჰილს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­დ­გე­ნა არ სჭირ­დე­ბა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ლიდერი.
კარგი იყო ტიმის საკლუბო კარიერა - კარგა ხნის განმავლობაში "ევერტონის" ლიდერი გახლდათ.

ტიმის ძმა, კრისი, სამოას ნაკრებში თამაშობდა. ის გაცილებით სუსტი ფეხბურთელი იყო, ვიდრე მისი ძმა. საინტერესოა, რომ კეჰილების მთელი სანათესაო რაგბის თამაშობს და რამდენიმე მათგანმა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის მაისურაც კი მოირგო.

კრისტიან ვიერი და მასიმილიანო ვიერი
კრისტიან ვიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. იყო დრო, ის "სკუადრა აძურას" ლიდერთაგანი გახლდათ. მის განუმეორებელ საგოლე ალღოს დღესაც დანანებით იხსენებენ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები...
Sportall.Ge
მისი ძმაც, მასიმილიანო ვიერიც, თავდამსხმელი იყო. მან დაბალ იტალიურ ლიგებში არაერთი გუნდი მოიარა. მეორე ვიერიმ 4 მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

ტიაგო ალკანტარა და რაფინია ალკანტარა
"ბარსელონას" აკადემიის ორი აღზრდილი. ტიაგო უკვე ფასეული ფეხბურთელია მიუნხენის "ბაიერნისთვის". მან ესპანეთის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავს.
Sportall.Ge
რაც შეეხება "ბარსელონაში" მოთამაშე რაფინიას, მან ესპანეთს ბრაზილიის ნაკრები არჩია. არადა, ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები. ფეხბურთელის თქმით, ის არ ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ლუის სუარესი და პაოლო სუარესი

ლუის სუარესის გარეშე "ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ ლუისს ჰყავს უფროსი ძმა, პაოლო, რომელმაც სალვადორის ნაკრებში ითამაშა.
Sportall.Ge
1980 წელს დაბადებული ფეხბურთელი ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. ის ქვეყნის რანგით მეორე გუნდში 1999 წელს იხმეს. იმის შემდეგ ურუგვაის მთავარ გუნდში ვერ მოხვდა და სალვადორის მოქალაქეობა მიიღო.

პოლ პოგბა, მატიას პოგბა და ფლორან პოგბა
პოლ პოგბა "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ლიდერია. ის წარმოშობით გვინეიდანაა. სწორედ ამ ქვეყნის სახელით თამაში აირჩიეს მისმა ძმებმა - ფლორანმა და მატიასმა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ ორს საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შანსი არ ჰქონდა.
Sportall.Ge
რაც შეეხება გვინეის ნაკრებს, ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ლუის ფერნანდესი დაინიშნა...

ჟერომ ბოატენგი და კევინ-პრინს ბოატენგი
ყველაზე გახმაურებული სანაკრებო ისტორია ძმების მონაწილეობით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დედმამიშვილები თავიანთი არჩევანის გამო ერთმანეთს დაემდურნენ. კევინმა, გაიგო რა, რომ მისმა ძმამ გერმანიის დროშის ქვეშ არჩია თამაში, მას მოღალატე უწოდა.
Sportall.Ge
კევინ-პრინსს განის ნაკრებში თამაში რომ შესთავაზეს, უკვე ჰქონდა გერმანიის პირველ გუნდში დამკვიდრების საშუალება. სხვა საქმეა, რომ ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის არასტაბილურობის გამო, ის ბუნდესნაკრებში დიდხანს ვერ გაძლებდა.

კევინის საქციელმა განაში დიდი აღტაცება გამოიწვია და ლამის ეროვნულ გმირადაც შერაცხეს. ჟერომი კი პირიქით - ერის მოღალატედ. ამის მიუხედავად, ის წარმატებით აგრძელებს თამაშს ბუნდესნაკრებში.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღევანდელი ნაკრებები უკვე მოქალაქეების ნაკრებებია და არა ეროვნული
dato
19:06 21-11-2015
0

სიახლეები პოპულარული