ჩილე-არგენტინა 1:2 - ჰაერივით საჭირო მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩში სტუმრად ჩილეს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ჩილელებმა მე-11 წუთზე გახსნეს. გოლით ფილიპე გუტიერესი გამოირჩა. არგენტინამ გათანაბრება მე-20 წუთზე ანხელ დი მარიას ზუსტი დარტყმულით შეძლო. 25-ე წუთზე კი ლიონელ მესის პასით გამარჯვების გოლი გაბრიელ მერკადომ გაიტანა.

ამ გამარჯვებით არგენტინამ სამხრეთ ამერიკის შესარჩევის ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე ეკვადორია 13 ქულით, მეორეზე 9 ქულით ურუგვაია, რომელსაც ბრაზილიასთან მატჩი ელის წინ, ხოლო მესამე ასევე 8 ქულით პარაგვაი
არის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
..სამწუხაროდ მესის არ მიუცია პასი, დააკვირდით .. ჩილელმა მცველმა მოიგერია უხეიროდ..
avimusaifi
16:39 25-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული