ლიგა 1. XII ტური: "მონაკო" და პსჟ ლიდერს მიუახლოვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მონაკო" და რადამელ ფალკაო შესაშურ ფორმაში არიან, ლიგაზე ტრიუმფს ლიგა 1-ში "ნანსის" 6:0 შერცხვენა მოჰყვა. კვლავ დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა ფორვარდმა. იმ დღეს დუბლი მის ნაცვლად გამოსულმა არგენტინელმა გვიდო კარილიომაც შეასრულა.

"ლიონი" კრიზისიდან გამოდის, რაშიც მას ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი ეხმარება, "ბასტიასთან" მატჩში (2:1) მან პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, კორსიკელებმა კი მატჩი 9 კაცის ამარა დაასრულეს.

პირველი მარცხი იწვნია ლიდერმა "ნიცამ", რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, სტუმრად "კაენთან" დამარცხდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ნიცას" კარში დანიშნული პენალტი ივან სანტინიმ გამოიყენა.

ამით "პარი სენ-ჟერმენმა" ისარგებლა და 4:0
გაანადგურა "რენი". ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა ედინსონ კავანიმ, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. პსჟ ლიდერს უკვე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, ისევე, როგორც მონაკო.

XII ტური

მონპელიე-მარსელი 3:1
გოლები: 1:0 ბუდებუზი (4), 2:0 ბუდებუზი (36), 2:1 პიონიე (52 ს. კ.), 3:1 მუნიე (57)

მონაკო-ნანსი 6:0
გოლები: 1:0 ფალკაო (25), 2:0 ფალკაო (30-პენ), 3:0 მბაპე (65), 4:0 კარილიო (87), 5:0 ფაბინიო (90-პენ), 6:0 კარილიო (91)

ბორდო-ლორიანი 2:1
გოლები: 1:0 კამანო (28), 1:1 კონტენტო (62 ს. კ.), 2:1 როლანი (73)
გაძევება: მესლუბი (87. ლორიანი)

ლიონი-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (37-პენ), 2:0 ბენგტსონი (86. ს. კ.), 2:1 კრიველი (91)
გაძევება: ლეკა (47. ბასტია), კაუზაკი (74. ბასტია)

დიჟონი-გენგამი 3:3
გოლები: 1:0 ვერო (6), 2:0 დიონი (26), 2:1 კოკო (32), 3:1 ტავარეში (44), 3:2 მენდი (79), 3:3 დე პო (93)

ანჟერი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 დიედიუ (54)

ნანტი-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (36-პენ), 1:1 სტეპინსკი (91)

კაენი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 სანტინი (42-პენ)

მეცი-სტ. ეტიენი 0:0
გაძევება: ტანანე (36. სტ. ეტიენი)

პსჟ-რენი 4:0
გოლები: 1:0 ფერნანდეში (31. ს. კ.), 2:0 კავანი (42), 3:0 რაბიო (67), 4:0 ვერატი (79)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი, რაბიო, მატუიდი (61. ტ. მოტა) - დი მარია, კავანი (45. ხესე), ლუკასი (69. ბენ არფა)

ბომბარდირები:
11 ედინსონ კავანი (პსჟ)
10 ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)
7 მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი)
ალესან პლეა (ნიცა) 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული