"პარი სენ-ჟერმენი" უნაი ემერის შეუთანხმდა, ლორან ბლანს კი კომპენსაციაზე ევაჭრება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლებმა გუნდის გაწვრთნის თაობაზე უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას "სევილიის" მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან. ამის შესახებ L'Equipe-ი იუწყება, რომლის ცნობით, კლუბის წარმომადგენლები ამჟამად ლორან ბლანთან კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე თათბირობენ.

პარიზელები ყველა საკითხის მოგვარებას უკვე მომდევნო კვირისთვის იმედოვნებენ. იქამდე კი მათ ბლანისთვის კომპენსაციის გადახდა, ხოლო ემერისთან კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოუწევთ.

თავის მხრივ, ევროლიგის სამგზის ტრიუმფატორმა "სევილიამ" ოფიციალურად გამოაცხადა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ჩილეს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ხორხე სამპაოლისთან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული