"პარი სენ-ჟერმენი" ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ "რეალს" 80 მლნ ევროს შესთავაზებს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" სამწვრთნელო შტაბი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადაბირებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ გამოცემა AS იუწყება.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი მზადაა, კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელში 80 მლნ ევრო გადაიხადოს, თუმცა, შესაძლოა, ეს თანხა 100 მლნ-მდეც გაზარდოს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე "სამეფო კლუბმა" როდრიგესში 75 მლნ ევრო გადაიხადა.

როდრიგესმა ესპანეთის ჩემპიონატის 26 მატჩში ითამაშა, მათ შორის 17-ში - ძირითადში. გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 8 საგოლე პასი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ აპირებს როდრიგესთან გამომშვიდობებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული