ჟან-პიერ პაპენი გრიზმანს: დარჩი "ატლეტიკოში"

AutoSharing Option
"ჩელსი" ანტუან გრიზმანს არ ივიწყებს და ლონდონელები აპირებენ, ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლა გააგრძელონ. 25 წლის გრიზმანს ამ სეზონში "ათლეტების" მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) 29 გოლი აქვს გატანილი და დიეგო სიმეონეს მთავარი ჯარისკაცია.

"ლურჯებს" "ათლეტებთან" კარგი საქმიანი ურთიერთობა კი აქვთ აწყობილი, მაგრამ "ჩოლოს", დიდი ალბათობით, გრიზმანის გაშვება არ ენდომება.

ლონდონური კლუბი კი შეეცდება, დიეგო კოშტაც ჩართოს შესაძლო ტრანსფერში, რომლის "ვისენტე კალდერონზე" დაბრუნების საწინააღმდეგოც "ატლეტიკოში" არაფერი აქვთ. ამაზე ცოტა ხნის წინათ კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე სერესომაც ისაუბრა.

აი, ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი
ჟან-პიერ პაპენი კი გრიზმანს "როხიბლანკოდ" დარჩენას ურჩევს და ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა დატოვოს მისმა თანამემამულემ კლუბი, რომელიც ყოველწლიურად მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და რომელშიც ძირითადში თამაში გარანტირებული აქვს.

თანაც, გადავიდეს გუნდში, სადაც შესაძლოა, მეტი კონკურენცია იყოს, გუნდში, რომელიც შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება.

"დატოვო "ატლეტიკო", რომელიც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზეა და ლა ლიგაში "ბარსელონასა" და "რეალს" ტოლ-სწორად ებრძვის, ალოგიკური მგონია.

ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაირთულოს საქმე ანტუანმა. არ მგონია, ზაფხულში იგი სადმე წავიდეს. გრიზმანისთვის ერთგულებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია და თუ უკვე დიდ გუნდში თამაშობ, რატომ უნდა წახვიდე?" - აღნიშნა პაპენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული