კარლო ტავეკიო: "კალჩოს" ძლიერი მილანური კლუბები სჭირდება

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ 2016 წელი შეაჯამა და ახალი წლის გეგმებსა და სურვილებზეც გაამახვილა ყურადღება:

"გასული წელი მთლიანობაში დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან იტალიურ ფეხბურთში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. დღეს კალჩო უფრო სუფთაა, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ. ვფიქრობ, სერია A პროგრესირებს და ეს პროცესი შეუქცევადია. გვაქვს პრობლემები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ევრო 2016-ზე იტალიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩვენ მომავლის იმედი ჩაგვესახა.

2017 წელს დიდი გეგმები გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც შევეცდებით. იტალიურ საკლუბო ფეხბურთს სჭირდება ძლიერი
მილანური კლუბები, რათა "იუვენტუსს" მძაფრ კონკურენციაში უწევდეს ასპარეზობა. აზიელმა ინვესტორებმა უნდა შეძლონ და კლუბებში მართვის სწორი სისტემა ჩამოაყალიბონ, რაც წარმატების მთავარი საწინდარია.

იტალიურ საკლუბო ფეხბურთში მეტი კონკურენციაა საჭირო და ამიტომ მოუთმენლად ველოდები მილანური გრანდების გაძლიერებას. დიდი იმედი მაქვს, რომ იტალიის ნაკრები წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას შესარჩევ ციკლში და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული