კარლო ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო შესაძლოა სისხლის სამართლის სასჯელი დაეკისროს.

ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ქალი, რომელიც ფეხბურთში მოღვაწეობს განაცხადა, რომ როცა ტავეკიოსთან მიღებაზე იყო 74 წლის ფუნქციონერმა ფარდები ჩამოაფარა და ხელების ფათურს ცდილობდა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ტავეკიოს მხრიდან სექსუალური შევიწროება მეორდებოდა.

განცხადება უკვე გაგზავნილია რომის პროკურატურაში. გამოცემა La Stampa ამტკიცებს, რომ არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ქალის ნაამბობის სიმართლეს ამტკიცებს.

ოფიციალური ბრალდება ტავეკიოს ჯერ არ წარუდგინეს.

შეგახსენებთ, რომ ტავეკიო ფედერაციიდან იმის გამო გადადგა, რომ იტალია
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ის ფედერაციაში 2014 წლიდან მუშაობდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული