მაურო იკარდი: გოლების გატანა ჩემი საქმეა

AutoSharing Option
ფრანკ დე ბურის თავკაცობით, "ინტერმა" პირველი სამი ქულა მოიპოვა, დაამარცხა რა გასვლაზე "პესკარა", 2:1. მილანური გრანდი აგებდა და მაურო იკარდის დუბლით მიაღწია წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. იკარდის ორივე გოლი ეფექტური გამოვიდა - ჯერ მაღალ ნახტომში, თავური დარტყმით უწია მიზანს, შემდეგ კი რთულ ვითარებაში დაიმორჩილა ბურთი და მეკარისაგან ახლო კუთხე დალაშქრა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა შემდეგი განაცხადა:

"გოლების გატანა ჩემი საქმეა და სწორედ ამისთვის ვარ "ინტერში". ურთულესი მატჩი მოვიგეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ
აქტივში. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და შეგვეძლო წაგვეგო კიდეც.

სეზონი რთულად დავიწყეთ, მაგრამ "ინტერს" დიდი პოტენციალი აქვს და ეს მალე გამოჩნდება. მომდევნო ტურში "იუვენტუსს" ვხვდებით, გუნდს, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ჩემპიონატის ფავორიტად დამსახურებულად ითვლება.

წინ დიდი მატჩია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად. ამოიწურა თუ არა "ინტერის" მესვეურებთან კონფლიქტი? - იყო აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მისულა. მილანში ბედნიერი ვარ და "ინტერიდან" წასვლა არასდროს მდომებია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული