"ინტერი": 38 მილიონი ევრო დიმიტრი პაიეს სანაცვლოდ

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, "ინტერის" მესვეურები საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, დიმიტრი პაიეს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

29 წლის ფეხბურთელმა ბოლო სეზონი "ვესტ ჰემში" გაატარა, 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. თუმცა, პაიე ყურადღების ცენტრში ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობით მოექცა და მის მიმართ ინტერესიც სწორედ ამ ზაფხულს გაიზარდა.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მილანელები მზად არიან, რომ დიმიტრის სანაცვლოდ, ინგლისურ კლუბს 38 მილიონი ევრო გადაუხადონ.

თავად ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "ინტერის" ყურადღება მისთვის სასიამოვნოა,
თუმცა ამ ეტაპზე, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული