ჯექსონ მარტინესი "მილანში" წლიურ 4 მლნ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ "პორტუს" თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი 4 მლნ ევროს მიიღებს. ამასთან, მარტინესს კიდევ 1 მლნ-ს გამომუშავება ბონუსებით შეუძლია, - იუწყება Gazzetta dello Sport.

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელმა უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ მარტინესი პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონში, 30 მატჩში გატანილი 21 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული