მილანის "ინტერი" მატია ნასტასიჩში 10 მლნ ევროს გადახდაზე თანახმაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველმა მატია ნასტასიჩმა, რომელიც იჯარის წესით "შალკეში" თამაშობს, შესაძლოა კარიერა "ინტერში" გააგრძელოს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

22 წლის სერბ მცველს მილანური კლუბის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან უმუშავია, როდესაც ეს უკანასკნელი "მანჩესტერ სიტის" წვრთნიდა. "ინტერი" მზადაა, ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამ სეზონში სერბმა ფეხბურთელმა "შალკეს" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. გერმანულ კლუბს ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა 9,5 მლნ ევროდ შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული