მადრიდის "რეალმა" თვალი "მილანის" ტალანტს დაადგა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" იტალიელ თავკაც კარლო ანჩელოტის "მილანის" მცველის, მატია დე შილიოს ყიდვა სურს.

20 წლის ნიჭიერმა განაპირა მცველმა წლეულს იტალიის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. ის "მილანის" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.

ანჩელოტი ყოფილი მილანელია და კარგად იცნობს დე შილიოს შესაძლებლობებს, რომელიც 10 წლის ასაკიდან ამ კლუბში აღიზარდა.

დე შილიოს მარჯვენა ფლანგზე ურჩევნია თამაში, თუმცა ურიგოდ არც მარცხენა ფლანგზე ირჯება, სადაც დასჭირდება კიდევაც ის ანჩელოტის, რადგან ფაბიო კოენტრაოს წასვლა სურს.

დე შილიო ამჟამად "მილანში" თამაშით მხოლოდ 500 ათას ევროს იღებს ხელფასის სახით.
"რეალი" ამ თანხის სულ მცირე გაორმაგებას პირდება ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელს.

ასევე იხილეთ:
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული