ახალი ერა "პალერმოში"? - რატომ გადგა მაურიციო ძამპარინი გვერდზე

AutoSharing Option
მაურიციო ძამპარინიმ "პალერმოს" პრეზიდენტის პოსტი დატოვა და საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კლუბის გარშემო მიმდინარე პროცესებს ნათელი მოჰფინა.

ძამპარინის ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და ის თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ ყველაზე ექსცენტრიკულ იტალიელ საფეხბურთო ფუნქციონერად, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მწვრთნელი შეცვალა.

დროა, სიტყვა სინიორ მაურიციოს გადავცეთ და უახლესი ამბები მისგან შევიტყოთ:

"კლუბის თანამფლობელი ხდება ინგლისურ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც მზადაა ინვესტიციის განსახორციელებლად. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, დასახელდება კლუბის ახალი პრეზიდენტი, რომელიც დირექტორთა საბჭოსთან ერთად მართავს პროცესებს.

პირადად მე, ვრჩები კლუბის ერთ-ერთ
მეპატრონედ, თუმცა კონკრეტულ საქმეებში ნაკლებად ვიქნები ჩართული. კლუბის ახალი მენეჯმენტის მიზანია, რომ აშენდეს ახალი სტადიონი, გაუმჯობესდეს გუნდის საწვრთნელი ბაზა, ჩაიდოს ინვესტიციები ტრანსფერებში და 3-5 წელიწადში "პალერმო" გავიდეს ევროასპარეზზე. ეს რეალური მიზანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას გულშემატკივრებთან ერთად წარმატებით გავივლით".

იყო თუ არა ძამპარინის გადადგომა კლუბის ახალი ინვესტორების პირობა? - მაურიციომ ამ თემაზე ცალკე ისაუბრა: "კლუბში დიდი ინვესტიციები იდება და არაა გასაკვირი, რომ ყველაფერი ძველებურად ვერ დარჩება.

კლუბის მენეჯმენტი მეტწილად, დაკომპლექტდება ინგლისურ-ამერიკული კონსორციუმის წევრებით და ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება მართებული. პირადად მე, მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად ვიყავი, მომავალს კი ოპტიმისტურად ვუყურებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული