"პალერმოს" ყოფილი მფლობელი ძამპარინი გარდაიცვალა

AutoSharing Option
80 წლის ასაკში "პალერმოს" ყოფილი მფლობელი მაურიციო ძამპარინი გარდაიცვალა.

ძამპარინი პერიტონიტის გამო გასული წლის დეკემბრის ბოლოს დააწვინეს საავადმყოფოში, რამდენიმე დღის შემდეგ სახლში გაწერეს, მაგრამ ცოტა ხანში თავი ისევ შეუძლოდ იგრძნო და 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.

ძამპარინი "პალერმოს" მფლობელი 2002-18 წლებში იყო. შემდეგ კლუბი ლონდონურ კომპანიას მიჰყიდა. 2019 წელს "პალერმო" ბანკროტად გამოცხადდა და ახლა იტალიის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს.

ძამპარინის მოღვაწეობისას სიცილიური გუნდი ორჯერ გახდა სერია B-ს ჩემპიონი, 2011 წელს კი თასის ფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული