კუმანი ვენგერს: ვწუხვარ, რომ ისევ მსაჯების დახმარებით მოგიგე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "არსენალს" პრემიერლიგაში პირველი ტურის მერე არ წაეგო და ეს 14-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია "ევერტონთან" შეწყდა. არადა, "მეთოფეები" იგებდნენ.

არსენ ვენგერი ამ მარცხს დიდწილად მსაჯს, მარკ კლატენბურგს აბრალებს, რომელმაც ორი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საბოლოოდ "კანფეტების" მცველის, ეშლი უილიამსის გვიანი გამარჯვების გოლი მოჰყვა. ფრანგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ჯერ ერთი, ლორან კოსიელნიზე იუხეშეს და არა პირიქით, ხოლო მერე კუთხური არ უნდა დანიშნულიყო, რომელსაც გოლი მოჰყვა. ამ განცხადებებს ირონიულად შეხვდა მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი:

"არ მიკვირს, ჩემთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ
არის, რადგან "არსენალს" საშინაო მატჩი ზედიზედ მესამედ მოვუგე და სამივე შემთხვევაში დამნაშავე არბიტრი იყო. ვწუხვარ, რომ "არსენალი" კვლავაც მსაჯის დახმარებით დავამარცხეთ" - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

არსენ ვენგერი: "ეს კუთხური არ იყო. მსაჯმა შეცდომა დაუშვა და განსაკუთრებით გული იმიტომ მწყდება, რომ კლატენბურგი კარგ პოზიციაში გახლდათ იმისთვის, რომ დაენახა, თუ ვისგან გავიდა ბურთი. ამ სეზონში პირველად არ ხდება, რომ არბიტრების გადაწყვეტილებებისას არ გვიმართლებს, მაგრამ მსაჯობაზე ლაპარაკი არ მინდა. პრობლემები საკუთარ თავში ვეძიოთ, კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე რაღაც დაგვაკლდა".

კუმანმა "საუთჰემპტონის" თავკაცობის ჟამს "მეთოფეებს" 2:0 და 4:0 მოუგო საშინაო შეხვედრებში და ამ მატჩების შემდეგ ვენგერი ასევე მსაჯებზე საუბრობდა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ "ევერტონს" ამ სეზონში ყველაზე მეტი (11) ქულა აქვს აღებული ისეთ შეხვედრებში, რომლებსაც აგებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Vinaa sashualo donis sanchesi tu ozili? Ici ramdenia gadaxdili magatshi? Tundac wels 100 milioni daxarjes. Tan marto wels. Kumans kide magdeni jamshi ar dauxarjavs amden wlian karierashi. Ras amtkicebs vengeri gadaob? Tituli ar mougia 14 welia
Beqas
13:18 17-12-2016
0
ვენგერი არის უდიდესი მწვრთნელი, და ამას ამტკიცებს ყოველთვის, რა ძირითადად საშუალო დონის ფეხბურთელები ყავს და ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს, კუმანმა თავის თავს მიხედოს ჯობია სანდერლენდები და სუონსები რომ უგებენ შინდაგარეთ
beqa
03:38 16-12-2016
0

სიახლეები პოპულარული