რანიერის კაბინეტში ინგლისის ჩემპიონატის ყველა მწვრთნელის ფოტოსურათი უკიდია

AutoSharing Option
ინგლისის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერის" მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რაინიერის კაბინეტში პრემიერლიგის ყველა ამჟამინდელი მწვრთნელის ფოტოსურათი უკიდია.

იტალიელი სპეციალისტის კაბინეტის ინტერიერის ფოტო "ინსტაგრამში" თავის გვერდზე "ლესტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა გამოაქვეყნა.

"ლესტერს" მიმდინარე პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.