ლინეკერმა ოსიმენს ინგლისურ კლუბში გადასვლა ურჩია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს "არსენალში" გადასვლა ურჩია.

"მის ადგილზე "არსენალში" გადავიდოდი. ცხადია, ისეთი სიტუაციაა, კონტრაქტის მიხედვით ყველა ერთნაირ პირობებს სთავაზობს. ყველაფერი, რაც მოგესურვება.

მხედველობაში ის მაქვს, რომ ახლა მოთამაშეები იმდენს გამოიმუშავებენ, შეუძლიათ აირჩიონ, სად გადავიდნენ.

ვთვლი, რომ კარგი ცენტრფორვარდით "არსენალი" გამარჯვებებისთვის მზად იქნება. "ჩელსი" ისევ გახდება კონკურენტუნარიანი გუნდი, "მანჩესტერი" შემადგენლობას გააუმჯობესებს, მაგრამ მათ კიდევ ხანგრძლივი გზის გავლა მოუწევთ. მის ადგილზე რომ ვიყო, იქ წავიდოდი, სადაც გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი", - ციტირებს ლინეკერს Metro.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული