"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და არგენტინელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

ლინეკერის თქმით, მესისა და რონალდოს შედარება უადგილოა, რადგან "ლა პულგას" თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

"ვფიქრობ, მესი მხოლოდ მარადონას უნდა შევადაროთ, გვინახავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც კრუიფი, რონალდო, რონალდუ და ზიდანი არიან, მაგრამ მათზე მაღლა არის ორი ფეხბურთელი, რომლებიც შეუდარებლები არიან.

ჩემი აზრით, ლეო უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გულშემატკივრების უმეტესობა მას რონალდოს ადარებს, თუმცა მესის თამაშის ყურებისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ამაში არგენტინელს ვერავინ შეედრება", -
განაცხადა ლინეკერმა.

alt"ვოცნებობ და იმედი მაქვს" - ლინეკერი "ბარსელონაში" მესის შესაძლო დაბრუნებაზე

altლინეკერი: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა

altლინეკერი - რუსეთის აგრესიაზე: ინტელექტი ზუსტად იმდენია, რათა იყვნენ ჩლუნგები

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვკითხულობ კომენტარებს და ასე მგონია,პელე,უძინართა მზეში,ვირთხას რომ ჰქვია,მხოლოდ ის ჰგონიათ.ვიცი,რომ იციან,მაგრამ მისი თამაში არ უნახიათ და ვისი თამაშიც იციან,მათ შორის არჩევენ.მარადონას ეპოქაში,ჯერ კიდევ ახსოვდათ პელეს თამაში და საუკუნის ფეხბურთელადაც დაასახელეს.ვთქვათ და მარადონა უფრო მეტია,მაგრამ მომსწრეები,მარადონისტებიც კი,ერთ სიბრტყეზე რომ მოიხსენიებენ,ეგეც არაფერს ნიშნავს?მესიც მაგ სიბრტყეზეა და სამებაც შეიკრა.პელე-ფეხბურთის მეფე!მარადონა-ფეხბურთის ღმერთი!მესი-ფეხბურთის მესია!
სოსო
00:40 26-11-2023
1
ლინეკერს ვეთანხმები რომ მესი და დიეგო დანარჩენზე მაღკა დგანან..და თუ თამაშისაგან სიამოვნებაზე მიდგება საქმე..არავის უთამაშია ფეხბურთი გაუჩოსავით..
კიეზა
21:06 25-11-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული