ვინ გახდება პრემიერლიგის წლის ფეხბურთელი?

AutoSharing Option
გასაკვირი არც არის, რომ ინგლისის პრემიერლიგის წლის ფეხბურთელობის კანდიდატთა შორის "ლესტერის" სამი ფეხბურთელი მოხვდა: რიად მაჰრეზმა, ჯეიმი ვარდიმ და ნ’გოლო კანტემ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

საგოლე გადაცემებისა და გოლების ჯამით მაჰრეზი ყველაზე შედეგიანია. ალჟირელს დიდებული სეზონი აქვს და "მელიების" თამაშის მთავარ შემოქმედად რჩება. ვარდი უნიკალური მოვლენაა, ამ ასაკში ჯეიმი რეკორდის დამყარებას, ინგლისის ნაკრებში დამკვიდრებასა და ბომბარდირობისთვის ბრძოლას ახერხებს.

კანტე კი ლესტერშირელების ხერხემალია და სავარაუდოდ, საფრანგეთის ნაკრებიდან ვერავინ ამოაგდებს, არადა, დებიუტი ახლახან ჰქონდა.

კლაუდიო რანიერის გუნდის მოთამაშეების გარდა, საუკეთესოდ შეიძლება დასახელდნენ დიმიტრი
პაიე, ჰარი კეინი და მესუთ იოზილი. "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ისევ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ამ ეტაპზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 22 გოლით.

პაიე "ვესტ ჰემთან" ერთად საუცხოო სეზონს ატარებს და ფრანგი თამამ პრეტენზიას აცხადებს საუკეთესოობაზე. აი, იოზილი კი პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეა და "მეთოფეთა" გერმანელ დისპეჩერს ამ მხრივ, ტიერი ნარის რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს.

ახალგაზრდებს შორის გამოკვეთილი ფავორიტი დელე ალია, რომელსაც "დეზების" მაისურით არანორმალურად კარგი სეზონი აქვს და უკვე ნაკრებშიც მოიკიდა ფეხი. ჰარი კეინი ერთადერთია, ვინც ორივე ნომინაციის კანდიდატთა შორის მოხვდა. გამარჯვებულებს კი 24 აპრილს გამოავლენენ.

პრემიერლიგის წლის ფეხბურთელი (კანდიდატები)
დიმიტრი პაიე ვესტ ჰემი
ჰარი კეინი ტოტენჰემი
მესუთ იოზილი არსენალი
ნ’გოლო კანტე ლესტერი
ჯეიმი ვარდი ლესტერი
რიად მაჰრეზი ლესტერი

პრემიერლიგის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი (კანდიდატები)
დელე ალი ტოტენჰემი
ჰარი კეინი ტოტენჰემი
ჯეკ ბატლენდი სტოკი
ფილიპე კოუტინიო ლივერპული
რომელუ ლუკაკუ ევერტონი
როს ბარკლი ევერტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული