"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი

AutoSharing Option
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ანტონიო რუდიგერი დაასახელა.

"პრაიმში მყოფი ტონი რუდიგერი დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. ის ჩემი ყოფილი კლუბის მაისურით დაუჯერებელ სეზონს ატარებს.

კითხეთ ოსიმენს ან ჰოლანს, თუ რაოდენ მაგარია ის! შეხედეთ, რა ხდება "ჩელსიში", მას შემდეგ რაც რუდიგერი წავიდა, მათ მისი მენტალიტეტი მოაკლდათ", - დაწერა ოზილმა სოციალურ ქსელში.

რთულია, გერმანელის ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. რუდიგერი მართლაც ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ორი მცველი დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო
დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან, "ბლანკოსს" მიმდინარე ლა ლიგაში მხოლოდ 11 გოლი აქვს გაშვებული, რაც სწორედ ანტონიოს დიდი დამსახურებაა. "ბლანკოსმა" ბოლო ტურში "მალიორკა" სწორედ მისი ზუსტი თავურით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული