"შრეკი" და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირების სია

AutoSharing Option
30 წლის უეინ რუნიმ ქუსლით გატანილი ლამაზი გოლით "მანჩესტერ იუნაიტედს" "სუონსისთან" შეხვედრაში ნანატრი 3 ქულა მოუტანა.

ეს "შრეკის" 188-ე გოლი გახლდათ პრემიერლიგაში და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მან ენდი კოულს გადაასწრო, რომელმაც თავისი გოლების არცთუ მცირე ნაწილი ასევე "წითელ ეშმაკებში" ბურთაობისას დააგროვა.

წინ ალან შირერია, რომელიც თავის დროზე იყო კიდეც სერ ალექს ფერგიუსონის სამიზნე, მაგრამ "ბლექბერნიდან" "ნიუკასლში" გადასულმა ფორვარდმა ჯორდებს ბოლომდე უერთგულა და კარიერა 260 პრემიერლიგური გოლით
დაასრულა.

რუნის 73 გოლი სჭირდება იმისთვის, რომ შირერს გადაასწროს. ბოლო სეზონებში უეინმა მოუკლო და ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნება, მაგრამ მას წინ კიდევ რამდენიმე წელი აქვს და არც მალავს, რომ ნაკრებში სერ ბობოი ჩარლტონის მაჩვენებლის გაუმჯობესების მერე, ახლა ჩემპიონატშიც პირველზე სურს გადასვლა.

რუნისთან შედარებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ ასევე შთამბეჭდავია ჯერმინ დეფოს მაჩვენებელიც.

33 წლის ფორვარდმა ხანგრძლივი პაუზის მერე ერთ მატჩში ერთ გოლზე მეტი გაიტანა და მის აქტივში ახლა 134 გოლია. პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში ის მე-11 ადგილზეა და ათეულში შესვლამდე, ანუ რობინ ვან პერსიმდე 12 ბურთიღა აკლია.

ფეხბურთელები, რომლებსაც პრემიერლიგაში 100 და მეტი გოლი აქვთ გატანილი

ფეხბურთელი კლუბი გოლი
ალან შირერი ბლექბერნი, ნიუკასლი 260
უეინ რუნი * ევერტონი, მანჩესტერი 188
ენდი კოული ნიუკასლი, მანჩ, ბლექბ, ფულემი, სიტი, პორტს. 187
ფრენკ ლამპარდი ვესტ ჰემი, ჩელსი, სიტი 177
ტიერი ანრი არსენალი 175
რობი ფაულერი ლივერპული, ლიდსი, სიტი 163
მაიკლ ოუენი ლივერპული, ნიუკასლი, მანჩესტერი, სტოკი 150
ლეს ფერდინანდი ქპრ, ნიუკასლი, ტოტენჰ, ვესტ ჰემი, ლესტერი, ბოლტონი 149
ტედი შერინგემი ნოტინგემი, ტოტენჰემი, მანჩესტერი, პორტსმუთი, ვესტ ჰემი 146
რობინ ვან პერსი არსენალი, მანჩესტერი 144
ჯერმინ დეფო* ვესტ ჰემი, პორტსმუთი, ტოტენჰემი, სანდერლენდი 134
ჯიმი ჰასელბაინკი ლიდსი, ჩელსი, მიდლსბრო, ჩარლტონი 127
რობი კინი ქოვენთრი, ლიდსი, ტოტენჰ, ლივერპული, ვესტ ჰემი, ვილა 126
ნიკოლა ანელკა არსენალი, ლივერპ, სიტი, ბოლტონი, ჩელსი, ვესტ ბრ. 125
დუაით იორკი ასტონ ვილა, მანჩესტერი, ბლექბერნი, ბირმინგემი, სანდ. 123
სტივენ ჯერარდი ლივერპული 120
იან რაიტი არსენალი, ვესტ ჰემი 113
დიონ დაბლინი მანჩესტერი, ქოვენთრი, ასტონ ვილა 111
ემილ ჰესკი ლესტერი, ლივერპული, ბირმინგემი, უიგანი, ასტონ ვილა 110
რაიან გიგსი მანჩესტერი 109
პოლ სოქულზი მანჩესტერი 107
დარენ ბენტი იფსვ., ჩარლტ., ტოტენ., სანდ, ასტონ ვილა, ფულემი 106
დიდიე დროგბა ჩელსი 104
მეტიუ ლე ტისიე საუთჰემპტონი 100

* ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად პრემიერლიგაში თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული