რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ევერტონს" სიამოვნებით გავწვრთნიდი

AutoSharing Option
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ევერტონს" სიამოვნებით გაწვრთნიდა.

"ჩემი მიზანი ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ან "ევერტონის" გაწვრთნაა, თუმცა აქამდე გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო. სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება მსურს.

ის, რაც "ბირმინგემში" მოხდა, სასიამოვნო არ ყოფილა, მაგრამ მე მებრძოლი ვარ. სამსახურიდან გათავისუფლება კი მწვრთნელობის ნაწილია", - განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკების" ყოფილი ფორვარდი ბოლოს "ბირმინგემს" წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

alt"დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" გაწვრთნის" - ბერბატოვი რუნიზე

altუეინ რუნი

"ბირმინგემიდან" გაათავისუფლეს

altრუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ყველაზე კარგი და ცუდი თანაგუნდელები დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული