რომან აბრამოვიჩი ლონდონის "ჩელსის" გაძლიერებას კრიშტიანო რონალდოთი აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი,ს კრიშტიანო რონალდოს შეძენას აპირებს. ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, აბრამოვიჩი დარწმუნებულია, რომ რონალდო გუნდს ახალ იმპულსს მისცემს და  უკან დახევას არაფერზე აპირებს. ის მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელში 100 მლნ ევროზე მეტი გადაიხადოს. ამასთან, რუს მილიარდერს 200 მლნ ევროს გამომუშავება ისეთი ფეხბურთელების გაყიდვით სურს, როგორებიც ედენ აზარი, ოსკარი და ნემანია მატიჩი არიან.

ცოტა ხნის წინ ფრანგული მედია ავრცელებდა ცნობას, თითქოს რონალდოს გადასვლა "პ
არი სენ-ჟერმენში" სურს, თავად მოთამაშე კი "რეალიდან" წასვლას არ გამორიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდო წაიყვანეთ ჩელსიში, ერთ წელიწადში მისი აჩრდილი იქნება, აზარი მოგვეცით ბავარიაში!
გგგ
15:06 12-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული