არსენ ვენგერი: "კარდიფს" ცოტა არ გაუმართლა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-29 ტურში არსენ ვენგერის "არსენალმა" "კარდიფს" 2:0 მოუგო და 45 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

სხვათა შორის, ლიდერს ძალიან გაუჭირდა და უელსური კლუბი მხოლოდ ბოლოსღა გატეხა - 88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დანიელმა ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა მეკარის მოგერიებულს ახლო მანძილიდან დაამატა. ამ მომენტში გოლის ავტორმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი, ჯეკ უილშირის ბრწყინვალე პასის შემდეგ თეო უოლკოტმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
არსენ ვენგერი (არსენალი): "ასეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა გამოავლინო
გაუტეხელი ხასიათი. "კარდიფი" დიდებულად იბრძოდა, ტრიბუნაზე კი მათი მომავალი მწვრთნელი იჯდა. მოწინააღმდეგეზე უნდა ვთქვა, რომ მას ცოტა არ გაუმართლა.

შინ კიდევ 10 მატჩი გველის და მსურს, რომ ეს სტადიონი ჩვენთვის ციხესიმაგრე იყოს. თუ ჩვენ ეს შევძელით, ჩემპიონატში ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიქნებით"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული