ჟოზე მოურინიო: მსაჯობით "ვესტ ბრომვიჩი" კი არა ჩვენ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში მოულოდნელად ვერ შეძლო გამარჯვება ლონდონის "ჩელსიმ" და მეორე ადგილი "ლივერპულს" გადაულოცა. "ჩელსი" "ვესტ ბრომვიჩთან" წაგებას გვიანი პენალტით გადაურჩა, რომელიც რამირესის წაქცევისთვის დაინიშნა - 2:2.

ტაიმი სრულდებოდა, როცა სამუელ ეტოომ ანგარიში გახსნა, თითქოს, ცუდს მასპინძელთათვის არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ირლანდიელმა შეინ ლონგმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბენინელმა გამთამაშებელმა სტეფან სესენიონმა "ვესტ ბრომვიჩი" წინ გაიყვანა.

"ჩელსიმ" ქულა მე-5 კომპენსირებულ წუთზე გადაარჩინა, პენალტი ედენ აზარმა გამოიყენა.

მატჩის შემდეგ ყველაზე საკამათო თემა სწორედ "ვესტ ბრომვიჩის" კარში დანიშნული პენალტი იყო, სტივ კლარკი
ამტკიცებდა, რომ რამირესმა ისიმულიანტა. 

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "პენალტი მეტოქის კარში იყო. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რადგან გამეორებაზე ვუყურე. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ "ვესტ ბრომვიჩის" მეორე გოლის ეპიზოდში ჯარიმა იყო. ასე რომ, თუკი ვინმე უნდა იყოს მსაჯობით უკმაყოფილო ეს "ჩელსია".

მოურინიომ თამაშზეც გამოთქვა თავისი აზრი: "შინ ქულების დაკარგვა ძალიან მძიმეა. მაგრამ მსოფლიოში ვერც ერთი კლუბი დაიკვეხნის, რომ შინ ქულებს არ კარგავს. ფრე არცთუ ფავორიტ მეტოქესთან - ეს შეგვემთხვა ჩვენ, შეემთხვევაც ჩვენს კონკურენტებსაც".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული