"როგორც მწვრთნელი, დასრულებულია" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ RAI-სთან ინტერვიუში ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი იანვრის შემდეგ უმუშევარია.

"რომას" ყოფილი შემტევის თქმით, ჟოზეს სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია.

"მოურინიო, როგორც მწვრთნელი, დასრულებულია. ის იმავეს აკეთებს, რასაც 10 წლის წინ, მისი მეთოდები მოძველდა.

შეხედეთ, რა ხდება "რომაში" მისი წასვლის შემდეგ. დე როსიმ გუნდს რწმენა დაუბრუნა, დანიელე შესანიშნავად მუშაობს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, მოურინიო დედაქალაქურმა კლუბმა 16 იანვარს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

alt"სრული სისულელეა" - კრისტანტე მოურინიოს წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებაზე

alt"გათავისუფლებაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ..." - მოურინიომ "რომადან"

დათხოვნის მიზეზი ვერ გაიგო

alt"ჩელსის" ფანებს მოურინიოს დაბრუნება სურთ - ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი ჩანს

მკითხველის კომენტარები / 2 /
2 - ჩემპიონთა ლიგა, 3- ინგლისის პრემიერ ლიგა, 1- ლა ლიგა, 2- სერია ა, 2 - პორტუგალიის ჩემპიონატი აქ მოგებული , სუპერ თასებზე და ეგეთებზე არაფერს ვიტყვი და საშუალო საზომის მწვრთნელი კი არა ერთ-ერთი საუკეთესოა.
ნიკა
09:18 10-04-2024
1
სულ მიკვირდა იმ ხალხის,ვინც ამ ვითომ მწვრთნელს და ანტიფეხბურთის მქადაგებელს, მაგარ მწვრთნელად მიიჩნევდა. მაურინიო არის ევროპული საზომით საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის მწვრთნელი.
თომა
21:34 09-04-2024
14

სიახლეები პოპულარული