მანუელ პელეგრინი: ჯო ჰარტის სკამზე დასმა გამიჭირდა, მაგრამ რაღაც უნდა მეღონა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-10 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" ქვა ქვაზე აღარ დატოვა "ნორვიჩ სიტისგან" - 7:0.

მე-16 წუთზე დავიდ სილვას აქტიურობას ნახევარმცველ ჯონსონის ავტოგოლი მოყვა. 4 წუთში უკვე სილვამ თავად გაიტანა, მას მერე, რას სამირ ნასრის წამოწყებული კომბინაციის მერე სერხიო აგუერომ ესპანელს დაუტოვა ბურთი დასარტყამად.

25-ე წუთზე ნასრიმ კუთხურიდან თავით გაატანინა მატია ნასტასიჩს. 36-ე წუთზე სერხიო აგუერომ საჯარიმოში ალვარო ნეგრედოს დაუგორა ბურთი. პირველი ტაიმი "სიტიმ" 4:0 მოიგო.

მე-60 წუთზე იაია ტურემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. 71-ე წუთზე ვერცხლისწყალივით მოძრავმა სილვამ კიდევ ერთხელ ჩააწოდა
საჯარიმოში მარცხნიდან, მცველების შეცდომით კი აგუერომ ისარგებლა.

86-ე წუთზე "იადონების" რბევა ედინ ჯეკომ დაასრულა. "მანჩესტერ სიტი" 19 ქულით მე-4 ადგილზეა.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, როცა ჯო ჰარტი სკამზე დავსვი, მაგრამ ყველამ დავინახეთ ბოლო დროს მისი შეცდომები, რაღაც უნდა გვეღონა. იმედია, ეს დროებითი დაქვეითებაა მისი.

თამაშს რაც შეეხება, გაკვირვებული და ბედნიერი ვარ. გაკვირვებული, რადგან "ნორვიჩი" რთული გუნდია და ღირსეულად ეომა "არსენალს" და "ჩელსის". სიმართლე გითხრათ, ახლაც ასეთ დაძაბულ მატჩს ველოდი"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული