აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, მან კარიერა 2021 წელს გულის პრობლემების გამო დაასრულა, რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ექიმმა ფეხბურთის თამაშის უფლება დართო.

ამის შემდეგ მედიაში დაიწერა, რომ "კუნმა" "ინდეპენდიენტეში" ვარჯიში დაიწყო, რაც "სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა უარყო.

"კარდიოლოგმა მართლაც მითხრა, რომ კარგად ვარ, მაგრამ სიცრუეა, თითქოს რომელიმე გუნდში ვვარჯიშობ. მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვიყო და უმაღლეს დონეზე ვარჯიშს რომ დავუბრუნდე, კიდევ ბევრი ტესტის გაკეთებაა საჭირო", - უთხრა აგუერომ Tyc Sports-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული