მარტინ დემიკელისი სეზონის გამოტოვებას გადაურჩა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიში" შვებით ამოისუნთქეს - გუნდის ახალწვეულის, მარტინ დემიკელისის მუხლის სკანირებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი ოპერაციას არ საჭიროებს.

მართალია, მუხლის ჯვარედინი იოგები ოდნავ დაზიანებულია, მაგრამ საგანგაშო არაფერია, ოპერაციის ნაცვლად 32 წლის არგენტინელს დასვენებაც ეყოფა.

"სიტის" ექიმთა ვარაუდით, მარტინი 6 კვირას გამოტოვებს.

მანუელ პელეგრინის ვენსან კომპანიც ტრავმირებული ჰყავს და მიკა რიჩარდსიც, ხოლო მატია ნასტასიჩმა ახლახან მოირჩინა ტრავმა.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტი" მარტინ დემიკელისს ყიდულობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული