მანუელ პელეგრინის პირველი ტიტული

AutoSharing Option
27 ივლისს ჰონკონგში 40 ათასი ადამიანის თვალწინ "ბარკლაის აზიის თასის" ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "სანდერლენდი" დაამარცხა.

ის, რაც მოედანზე ხდებოდა იყო საშუალო ფეხბურთსა და წყალბურთს შორის. გუნდებმა კოკისპირული წვიმის აკომპანემენტის ფონზე ითამაშეს. საბოლოოდ გამარჯვებული უფრო იღბლიანი "სიტი" გამოდგა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-9 წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა. მაღალ დონეზე ჩაატარეს თამაში "ქალაქელების" ახალწვეულებმა ალვარო ნეგრედომ და ხესუს ნავასმა. პირველს ორი საგოლე სიტუაცია შეექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა, მეორემ - მანუელ პელეგრინის გუნდის შეტევებს მეორე ტაიმში სიმწვავე შემატა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გამარჯვებულთა თავკაცმა გოლის
ავტორის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა: "აღსანიშნავი მხოლოდ ის არ არის, თუ რა დონეზე ასპარეზობს ჯეკო ჰონკონგში. ოფიციალურად ჩემს დანიშვნამდე ბევრი იწერებოდა, რომ ედინსონ კავანის ან რობერტ ლევანდოვსკის ყიდვას ვაპირებდით, თუმცა პირადად ყოველთვის მჯეროდა ედინის. ის ზუსტად ისე თამაშობს, როგორც მისგან ვითხოვ. დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ უფრო მოუმატებს".

"ქალაქელთა" გულშემატკივრებისთვის ერთი უსიამოვნო ინფორმაცია გვაქვს: გუნდის თავკაცს მეორე ტაიმში მატია ნასტასიჩის შეცვლა ტრავმის გამო მოუხდა. "არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ფეხბურთელის ტრავმა. საბოლოო დასკვნისთვის მისი სამედიცინო გამოკვლევის პასუხი გვჭირდება, რომელსაც მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ მივიღებთ," - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 1:0
გოლი: ჯეკო (9)
მანჩესტერ სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი (75. ლესკოტი), კლიში (62. კოლაროვი), მილნერი (46. ნავასი), ხ. გარსია, ი. ტურე (62. ფერნანდინიო), დ. სილვა (46. ნასრი), ჯეკო, ნეგრედო (79. ბარი)
სანდერლენდი: მანონე (46. ვესტვუდი), გარდნერი, ბრაუნი, ოში, კოლბეკი, ა. ჯონსონი (61. კარლსონი), ლარსონი, კაბრალი (46. ბა), ჯაკერინი (76. მაკლინი), სესინიონი (88. მანდრონი), აილტიდორი (46. უიკჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინი: "სიტის" ინგლისში ყველაზე ძლიერი თავდასხმა ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული