პრემიერლიგა. ბოლო ტური: "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება!

AutoSharing Option
21 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დღეს ფრეც ჰყოფნიდა. მიუხედავად ამისა, "სიტიმ" სტუმრად "უოტფორდი" ანგარიშით 5:0 გაანადგურა, ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონში ხოსეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

თავისი შეხვედრა მოიგო ლონდონის "არსენალმაც", რომელმაც შინ "ევერტონს" 3:1 მოუგო, თუმცა ლონდონელები საკუთარი თავის გარდა, "ლივერპულზეც" იყვნენ დამოკიდებულებულები. "ლივერპულმა" შინ "მიდლსბროს" 3:0 მოუგო და 76 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა, "არსენალმა" კი 75 ქულით - მეხუთე.

ამრიგად, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის
შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, "არსენალი" კი - ევროპალიგაზე.

პრემიერლიგიდან "მიდლსბრო" , "სანდერლენდი" და "ჰალ სიტი" გავარდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული