სავარაუდო ტრანსფერი: სამი ტოპ-მწვრთნელი ვან დეიკზე ინადირებს

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ 25 წლის ვირხილ ვან დეიკმა ტალანტი კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინა და იგი ახლა არაერთი გრანდის სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი დაშავებულია და საკმაო ხანია, ვერ თამაშობს, მისი მთხოვნელების რაოდენობა არ კლებულობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" უკვე ფავორიტია.

ანტონიო კონტე ვირხილს თავისი იდეებითა და გეგმებით აბრუებს და კარგ წინამძღოლობას ჰპირდება, თანაც, უკვე ჩემპიონის სტატუსით ესაუბრება. ვან დეიკს არ ეშვება ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანიც და მას "ევერტონში" ექაჩება.
დაინტერესებულია "ვესტ ჰემ იუნაიტედიც", რომელმაც უკვე ჩაიგდო ხელში ერთი ექსსაუთჰემპტონელი და ვირგილის ექსმეწყვილე ჟოზე ფონტე. სცენაზე რჩება "ლივერპულიც", იურგენ კლოპს ვან დეიკით შემადგენლობის გაძლიერება ძალიან უნდა.

მოკლედ, "საუთჰემპტონს", ერთი მხრივ, გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნება-გაყიდვა აქვს სანერვიულო და საფიქრალი და მეორე მხრივ, მწვრთნელის თაობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მართალია, ეს ერთგვარი და მორიგი გარდამავალი სეზონი გახლდათ გუნდისთვის, ამდენი მოთამაშის წასვლის გათვალისწინებით, მაგრამ კლოდ პუელის მუშაობით ყველა ბოლომდე კმაყოფილი როდია. ფრანგმა კლუბს ლიგის თასი კინაღამ მოაგებინა, მაგრამ პრემიერლიგური შედეგი არც ისე კარგი აქვს. ამიტომაც სპეციალური შეხვედრაა ჩანიშნული, რომელზეც ყველაფერზე დეტალურად იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ეს იმ კვირაში მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული