პრემიერლიგა. XXV ტური:"ლივერპულის" წლის პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება "ენფილდზე" შედგა, სადაც "ლივერპულმა" მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ეს იყო "წითლების" პირველი გამარჯვება პრემიერლიგაში 2017 წელს ("პლიმუთს" თასზე აჯობეს).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასპინძლებმა სადიო მანეს დუბლის წყალობით აჯობეს. ასე რომ, დღეს "ჩელსის" ლიდერობის 12 ქულამდე გაზრდის შანსი აქვს "ბარნლისთან" თამაშში.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ზუსტად ასე უნდა გვეთამაშა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ და ჩვენ ეს შევძელით. ბოლო უიღბლობებს შესანიშნავი პასუხი გავეცით. ეს იყო დიდებული თამაში "ლივერპულის" შესრულებით: I ტაიმში შეტევაში,
II ტაიმში კი - დაცვაში. ზოგიერთმა ფეხბურთელმა დიდებულად ითამაშა. მინდა შევაქო ფირმინო - არასოდეს მინახავს ფორვარდს, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა, ასე დიდებულად ეთამაშა".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდს" ხუან მატასა და ანტონი მარსიალის გოლებით 2:0 აჯობა. ამით ჟოზე მოურინიომ მეტოქეს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონის "არსენალმა" ალექსის სანჩესის დუბლით მოუგო "ჰალ სიტის" და 50 ქულით "ტოტენჰემს" წამოეწია. ამ შეხვედრაში "ჰალის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელს მსაჯ კლატენბურგის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია "საუთჰემპტონის" ახალწვეულის, მანოლო გაბიადინის დუბლი.

შაბათი. 11 თებერვალი
არსენალი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (34), 2:0 ა. სანჩესი (93-პენ)
გაძევება: კლუკასი (91. ჰალი)

მანჩესტერი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 მატა (32), 2:0 მარსიალი (60)

მიდლსბრო-ევერტონი 0:0

სტოკი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ალენი (67)

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 0:4
გოლები: 0:1 გაბიადინი (30), 0:2 გაბიადინი (45), 0:3 დენაიერი (89 ს. კ.), 0:4 ლონგი (92)

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 0:1 შადლი (6), 1:1 ფეგული (63), 2:1 ლანსინი (86), 2:2 მაკოული (94)

ლივერპული-ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 მანე (16), 2:0 მანე (18)

კვირა. 12 თებერვალი
ბარნლი-ჩელსი 17:30
სუონსი-ლესტერი 20:00

ორშაბათი. 13 თებერვალი
ბორნმუთი-სიტი 23:59

1. ჩელსი - 59 ქულა; 2. ტოტენჰემი - 50; 3. არსენალი - 50; 4. ლივერპული - 49; 5. სიტი - 49.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული