ზინედინ ზიდანის ათი გაელვება 2016 წელს

AutoSharing Option
2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალი" ჩაიბარა რაფა ბენიტესისგან. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით მოიგო ჩემპიონტა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ტიტანური შრომით ფრანგმა წაღმა დაატრიალა "სამეფო კლუბის" ბედისწერის ჩარხი და საფუძველი ჩაუყარა გუნდის 38-მატჩიან დაუმარცხებელ სერიას, რომელიც დღესაც გრძელდება.

ათი "ჰაილაითი" ზიდანის ერთწლიანი "რეალური" მოღვაწეობისა...

პრეზენტაცია
ზუსტად ერთი წლის წინ "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა "რეალის" ექსმწვრთნელის, რაფა ბენიტესის შემცვლელად დაასახელა "კასტილიას" ყოფილი დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი.

დებიუტი ბერნაბეუზე
ეს მოხდა 9 იანვარს. ზიდანს ისეთი დებიუტი გამოუვიდა ლეგენდარულ სტადიონზე,
როგორსაც ოცნებაში ისურვებდა. "რეალმა" საშინაო შეხვედრაში 5:0 დაამარცხა "დეპორტივო". ამ შეხვედრაში განსაკუთრებით გამოირჩა ქარიმ ბენზემა, ვინც დუბლი მიითვალა.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე
ეს მოხდა 17 თებერვალს. "რეალმა" გასვლით საპლეიოფო მატჩში 2:0 მოუგო "რომას".

პირველი მარცხი
პირველი მარცხი "ზიზუს" 27 თებერვალს შეემთხვა. ეს იყო მტკივნეული საშინაო წაგება თანაქალაქელ და დაუძინებელ მტერ "ატლეტიკოსთან" - 0:1. სხვათა შორის, ზიდანი რამდენიმე თვეში ამ მარცხის გამო შურს იძიებს.

დაპირება
13 მარტს, "ლას პალმასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ზიდანმა უთხრა შეგირდებს, რომ არცერთი მათგანი არსად წავა, თუ ისევე ითამაშებენ, როგორც ამ შეხვედრაში.

შემოტრიალება ვოლფსბურგთან
ყველას გვახსოვს ჩემპიონთა ლიგის დრამატული პლეი ოფი "ვოლფსბურგთან". პირველი, საგარეო მატჩი მადრიდულმა კლუბმა გასვლაზე 0:2 წააგო, მაგრამ 12 აპრილს "ბერნაბეუზე" გერმანელები 3:0 გაანადგურა. ჰეთ თრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
28 მაისს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში თანაქალაქელი მეშუღლე, "ატლეტიკო" დაამარცხა, თერთმეტმეტრიანების სერიაში. ეს იყო "რეალის" მეთერთმეტე ევროპული გვირგვინი.

უეფას სუპერთასი
9 აგვისტოს "რეალმა" კიდევ ერტი მნიშვნელოვანი ჯილდო, უეფას სუპერთასი მოიგო. "სევილიასთან" თამაში იოლი არ ყოფილა. სერხიო რამოსის კიდევ ერთი ჯადოქრობა და ზიდანის კოლექციას მორიგი ტიტული შეემატა.

რონალდოს წყენა გაუქარვა
"ლას პალმასთან" მატჩში შეცვლის გამო კრიშტიანო ძალიან გაბრაზდა. ის მოწყენილი იყო. ზიდანმა ყველაფერი დიპლომატიურად მოაგვარა და მალე პორტუგალიელმა კვლავ გვიჩვენა თავისი უმაღლესი კლასი.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
18 დეკემბერს "რეალი" მსოფლიოს უძლიერესი კლუბი გახდა. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კრიშტიანოს ჰეთ თრიკითა და ქარიმ ბენზემას გოლით ესპანურმა გრანდმა იაპონური "კაშიმა ანტლერსი" გატეხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული