ლა ლიგა. XVI ტური: "სევილიამ" "ბარსელონას" გადაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
17 დეკემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "ატლეტიკომ" შინ მინიმალური ანგარიშით სძლია "ლას პალმასს" - 1:0. 59-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან გამოვარდნილ ბურთს საულ ნიგესმა მიუსწრო და "ატლეტიკოს" სამი ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ვფიქრობ, გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. პირველ ტაიმში ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. დიახ, "ლას პალმასს" ბურთი ეჭირა, მაგრამ ბურთის ფლობა არაფერია, მთავარია, მომენტები შექმნა. ჩვენ გამოვიცანით მოწინააღმდეგე გუნდის სათამაშო გეგმა. ასე რომ, 1:0 სამართლიანი შედეგია".

თავიანტი მატჩები სტუმრად მოიგეს "ვილიარეალმა" და "რეალ სოსიედადმა",
29-29 ქულა აქვთ და მათ "ატლეტიკო" კვლავ მე-6 ადგილზე დატოვეს.

"სევილიამ" პირველივე ტაიმში 4 გოლი გაუტანა "მალაგას" ანდალუსიურ დერბიში. ჯერ ლუსიან ვიეტომ შეასრულა დუბლი, შემდეგ თავი ვისამ ბენ იედერმა და ვიტოლომ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმში სიტუაცია მაინც დაიძაბა, მსაჯმა მასპინძელი ადილ რამი გააძევა, ხოლო სანდრო რამირესმა საჯარიმო დარტყმით ერთი გოლი გაქვითა, თუმცა სულ ეს იყო - 4:1.

შაბათი. 17 დეკემბერი
სპორტინგი-ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 ჯ. დოს სანტოსი (12), 0:2 სანსონე (19), 0:3 პატო (74), 1:3 კარმონა (89)

ატლეტიკო-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 ს. ნიგესი (59)

გრანადა-სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 იონ ბაუტისტა (56), 0:2 ხუანმი (69)

სევილია-მალაგა 4:1
გოლები: 1:0 ვიეტო (25), 2:0 ვიეტო (28), 3:0 ბენ იედერი (34), 4:0 ვიტოლო (35), 4:1 ს. რამირესი (64)
გაძევება: რამი (61. სევილია)

პარასკევი. 16 დეკემბერი
ალავესი-ბეტისი 1:0

კვირა. 18 დეკემბერი
ლეგანესი-ეიბარი 19:15
ვალენსია-რეალი გადაიდო
დეპორტივო-ოსასუნა 21:30
ბარსელონა-ესპანიოლი 23:45

ორშაბათი. 19 დეკემბერი
ბილბაო-სელტა 23:45

1. რეალი - 37 ქულა; 2. სევილია - 33; 3. ბარსელონა - 31; 4. ვილიარეალი - 29; 5. რეალ სოსიედადი - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული