რაული ზაფხულში "რეალის" ფორმას მოირგებს

AutoSharing Option
ლეგენდარული თავდამსხმელი რაული ზაფხულში მადრიდის "რეალის" მაისურის მორგებას აპირებს.

ფეხბურთელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, იოჰან კრუიფის ხსოვნისადმი მიძღვნის საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა 5 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. "რეალის" მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება.

რაულის აგენტმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ითამაშებს აღნიშნულ მატჩში.

მოსალოდნელია, რომ საქველმოქმედო შეხვედრაში ასევე ითამაშებენ: რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, ლუიშ ფიგუ, პატრიკ კლიუვერტი, კლარენს ზეედორფი და ედგარ დავიდსი.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული