"ათიანში" ათი კაცით - ელ კლასიკოს გამოხმაურება ევროპულ მედიაში

AutoSharing Option
2 აპრილს მორიგი "ელ კლასიკო" მადრიდის "რეალის" გამარჯვებით დასრულდა - "სამეფო კლუბმა", რომელიც ბოლოს 10 კაცის ამარა დარჩა, 2:1 აჯობა "კამპ ნოუზე" "ბარსელონას".

ბუნებრივია, ეს თამაში ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში იყო. გთავაზობთ საინტერესო ფრაზებს მოწინავე  ჟურნალ-გაზეთებიდან.

დავიწყებთ ესპანური მედიით. მაშინ, როცა მადრიდული გაზეთები აქცენტს "რეალის" გამარჯვებაზე და კრიშტიანო რონალდოს გოლზე აკეთებენ, კატალონიური მედია სიტუაციიდან უცნაურად "გამოძვრა" - მათ აქცენტი იოჰან კრუიფთან დამშვიდობებაზე გააკეთეს, ხოლო კლასიკოს შედეგს პატარა ადგილი დაუთმეს პირველ გვერდზე.

"მარკას"
მთავარ გვერდზე კრიშტიანოა გამოსახული, რომელიც 85-ე წუთზე გატანილ გამარჯვების გოლს აღნიშნავს წარწერით Re-alma-drid. აქ სიტყვების თამაშია - ესპანურად "ალმა" სულს ნიშნავს.

Hala Cristiano!  - იკითხება AS-ის პირველ გვერდზე. იქვეა ბეილის ფრაზაც: "ლა ლიგის მოგება შესაძლებელია, თუ დავიჯერებთ".

კატალონიურ მედიაში კი სრული კონტრასტია. "მუნდო დეპორტივო" და "სპორტი" აქცენტს ფანების მიერ შექმნილ დიდებულ მოზაიკაზე ამახვილებენ ტრიბუნაზე, რომელიც იოჰან კრუიფის ხსოვნას მიეძღვნა.

მხოლოდ პატარა ოვალში ჩაწერილი ანგარიშით გაიგებთ, რა მოხდა თამაშში.

ევროპული მედიის ციტატები
L'Equipe
"ზიდანის სადებიუტო კლასიკო და გამარჯვება. მან "ბარსელონას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა".

The Guardian
"რონალდო "ბარსელონას" წაუგებელ სერიას ასრულებს, "რეალი" და კრიშტიანო დაბრუნდნენ".

Fox Sports
"რეალმა" და კრიშტიანომ ლა ლიგა გამოაცოცხლეს".

La Gazzetta dello Sport
"მადრიდელთა დიდი შემოტრიალება მხოლოდ ათი ფეხბურთელით".

Record
"რონალდომ "კამპ ნოუ" გააჩუმა".

GloboEsporte
"სად იყო MSN? იოჰან კრუიფთან გამომშვიდობების დღეს "რეალმა" "ბლაუგრანა" დაამარცხა".

Clarin
"მადრიდმა ლა ლიგა "კამპ ნოუზე" გამოაღვიძა".

O Jogo
"კაპიტანმა გამარჯვების გოლი გაიტანა".

Record (მექსიკური)
"BBC-მ ჯადოსნურად შემოაბრუნა თამაში".

Sport Bild
"სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ "რეალს" 264-ე კლასიკოში გაამარჯვებინა".

ESPN Desportes
"კრიშტიანო - "ბარსელონას" წინააღმდეგ".

BBC Sport
"კრიშტიანომ მოიგო ელ კლასიკო "რეალისთვის" - ათიანში ათი კაცით".

Die Welt

"ბარსამ" კრუიფთან გამოთხოვების დღეს წააგო, კრიშტიანომ სუპერვარსკვლავების დუელი მოიგო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული