"ბარსელონას" ფეხბურთელებს "კლასიკოში" მაისურებზე Grácies Johan ეწერებათ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელებს კატალონიის დედაქალაქში გასამართ წლის პირველ "კლასიკოში" მაისურებზე იოჰან კრუიფის ხსოვნის პატივსაცემად წარწერა ექნებათ: Grácies Johan ("გმადლობთ, იოჰან").

პრიმერა დივიზიონის XXXI ტურის მატჩში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" საკუთარ მოედანზე, 2 აპრილს უმასპინძლებს.

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

კრუიფი "ბარსელონაში" 1973-78 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც ესპანეთის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი მოიგო. მწვრთნელის რანგში ის გუნდს 1988-იდან 1996 წლამდე წვრთნიდა. კრუიფმა "ბარსელონას" ოთხჯერ ჩემპიონატი მოაგებინა, ერთხელ - ესპანეთის თასი, სამჯერ - ქვეყნის სუპერთასი. ასევე
თითოჯერ - ევროპის ჩემპიონთა თასი (მოგვიანებით, ჩემპიონთა ლიგა) და უეფას თასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული