ლა ლიგა. XXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლიგის სუპერშემცვლელი

AutoSharing Option
* მხოლოდ "ბარსელონას" აქვს იმაზე მეტჯერ ბურთი ძელისთვის გარტყმული (23), ვიდრე "სელტას" (15).

* "რეალის" მაისურით პეპეს ლა ლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი, აქედან 8 თავით. 11-დან 10 გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა.

* კრიშტიანო რონალდომ ტელმო ზარას გადაასწრო და 252 გოლით ლა ლიგის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა.

* "სელტას" ჩემპიონატის მატჩში 7 ან მეტი გოლი 1959 წლის მერე არ გაეშვა, როდესაც "სან მამესზე" 0:9 წააგო.

* გარეთ ბეილს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა.

* "ლას
პალმასმა" 2001 წლის მერე პირველად მოიგო ჩემპიონატის ზედიზედ 3 მატჩი.

* ევერ ბანეგამ ლა ლიგაში ჯარიმიდან პირველად გაიტანა საგარეო შეხვედრაში. მისი გოლი "სევილიას" არ ეყო და გუნდი სტუმრად ისევ მოუგებელია. "სევილია" ერთადერთ ასეთ კლუბად რჩება ჩემპიონატში.

* "ხეტაფემ" 642-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა. ამხელა მშრალი სელია ამ გუნდს ლა ლიგაში აქამდე არ ჰქონია.

* ბოლო 14 ტურში "დეპორტივომ" სულ 11 ქულა დააგროვა, მაშინ, როდესაც პირველ 14 თამაშში ლაკორუნიელთა მონაგარი 22 ქულა გახლდათ.

* ანტონიო ადანს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი (94) სეივი აქვს.

* რუბენ კასტროს "ბეტისის" გოლების 54% აქვს გატანილი. ეს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია ყველა სხვა გუნდის ფეხბურთელების შედეგთან შედარებით.

* მესის, ნეიმარსა და სუარესს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, ჯამში 100 გოლი აქვთ გატანილი.

* ამჟამად ლა ლიგაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლები არიან: რონალდო 19 (6,0%), მესი 16 (8,0%), დუდა 13 (6,0%) და ბენიატი 9 (12,0%).

* "ბილბაომ" ხიხონის "სპორტინგს" საგარეო თამაში 1991 წლის მერე პირველად მოუგო.

* ყველაზე მეტი პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატში ანტუან გრიზმანსა და ქარიმ ბენზემას აქვთ გატანილი - 8-8.

* დენის ჩერიშევმა "ვალენსიასთვის" უკვე 3 გოლი გაიტანა, მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე მთელი წინა სეზონის განმავლობაში "ვილიარეალისთვის".

* შეცვლებზე შესვლის შემდეგ ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ფერნანდო ტორესს აქვს მიღებული - 3 გოლი, 2 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რას ნიშნავს ეს? პროცენტები დარტყმისა და გოლის შეფარდებაა? მაშინ გამოდის ბენიატი უკეთესი შემსრულებელი ყოფილა.
* ამჟამად ლა ლიგაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლები არიან: რონალდო 19 (6,0%), მესი 16 (8,0%), დუდა 13 (6,0%) და ბენიატი 9 (12,0%).
16:27 09-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული