ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს ესპანეთის თასის ფინალისტთა ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. ნახევარფინალის საპასუხო მატჩი ვიგოში გაიმართა, სადაც "სელტამ" "სევილიას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

ამრიგად, გადამწყვეტ მატჩში სევილიელები ითამაშებენ, რომლებსაც პირველი დაპირისპირება ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული.

არადა, "სელტამ" თამაში კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობითაც იგებდა - დუბლი იაგო ასპასმა შეასრულა (35-ე და 55-ე წუთებზე), თუმცა ამის შემდეგ "სევილიამ" სხვაობა ევენ ბანეგას გოლით (57) შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ევგენი კონოპლიანკამ (87) დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე "სელტას" ფეხბურთელმა იონ გვიდეტიმ ვერ გამოიყენა, მატჩის
მიწურულს კი სტუმრებს სტივენ ნ'ზონზი გაუძევეს.

ესპანეთის თასის ფინალში "სევილია" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მატჩი 21 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული