უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს განავლები უწოდეს

AutoSharing Option
ხარკოვში თურქეთის დამარცხების შემდეგ უკრაინელებს იმედი ქონდათ, რომ გასვლაზე ისლანდიასაც დაამარცხებდნენ და მუნდიალის ფინალური საგზურის რეალური კანდიდატები გახდებოდნენ. დაჩაგრეს კიდეც რეიკიავიკში მასპინძლები, მაგრამ 0:2 წააგეს.

გუნდის მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ განრისხებული გულშემატკივრები დაამშვიდა და დარჩენილი ორი მატჩის მოგებას დაპირდა.

ამ დროს თავიანთ ფეხბურთელებს არამარტო ფანები აკრიტიკებენ. მაგალითად, საფეხბურთო აგენტმა ვიაჩესლავ ზახოვაიკომ თქვა, რომ ფეხბურთში სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ერთი წაგებული შეხვედრაა, გუნდს ძალების აღსადგენად ძალა არ ეყო, გასაკვირია იმ მოთამაშეების პასიურობა, რომლებსაც ოსმალოებთან არ უასპარეზიათ, ერთადერთი ევგენი კონოპლიანკა ბურთაობდა ნორმალურად, დანარჩენები
კი ბოდიშით და განავლები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული