"ჩელსიმ" "ატლეტიკოს" დიეგო კოშტას ტრანსფერზე უარი უთხრა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "ჩელსიდან" ყოფილი ფორვარდის დიეგო კოშტას დაბრუნებას ეცადა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, მადრიდელები მზად იყვნენ 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ლონდონელებისთვის ჯექსონ მარტინესი შეეთავაზებინათ ან 45 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ "ჩელსიმ" კოშტას გაშვება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულს დიეგო კოშტა ლონდონის "ჩელსიში" მადრიდის "ატლეტიკოდან" 32 მილიონ ფუნტად გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული