ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ვისენტე დელ ბოსკეს შემცვლელებზე დაფიქრდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანხელ მარია ვილიარმა პრეტენდენტთა შორტ-ლისტი შეადგინა იმ მწვრთნელებისაგან, რომლებსაც ქვეყნის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტის დაკავების შანსი ვისენტე დელ ბოსკეს წასვლის შემდეგ ექნებათ.

დელ ბოსკეს ნაკრებთან კონტრაქტი ევრო 2016-ის დასრულებისთანავე ეწურება, არსებული ინფორმაციით კი, მის გახანაგრძლივებას 64 წელს მიღწეული სპეციალისტი აღარ აპირებს.

რაც შეეხებათ პრეტენდენტებს, გამოცემა AS-ის ცნობით, მთავარ კანდიდატად "სევილიას" დამრიგებელი უნაი ემერი განიხილება. ემერის კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული