მადრიდის "რეალისთვის" სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შენაძენს აღარ გააკეთებს. ამის შესახებ "მარკა" იუწყება.

წყაროს ცნობით, მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენა ითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

"რეალის" შეფობის ხედვით, გუნდის შემტევი რგოლი კრიშტიანო რონალდოსგან, ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილისგან დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგო ფორვარდებად ხესე როდრიგესსა და ბორხა მაიორალს გამოიყენებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული